LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალ ალგორითმს შეუძლია გამოიცნოს, თუ ვინ მოგვწონს

79
page

მეცნიერებმა ადამიანის ტვინისა და კომპიუტერის დამაკავშირებელი ახალი ინტერფეისი შექმნეს. მას სპეციალური ალგორითმის საშუალებით შეუძლია გამოიცნოს, ვინ მოგვწონს ან ვინ არ შეესაბამება ჩვენს გემოვნებას.

ინოვაციური ინტერფეისის გამოსაცდელად მკვლევრებმა ექსპერიმენტიც ჩაატარეს. მათ ცდისპირებს თავზე ელექტროდები დაუმაგრეს და სთხოვეს, ეკრანზე გამოსახულ სახეებს დაკვირვებოდნენ. კომპიუტერი ტვინში წარმოქმნილ იმპულსებს იღებდა და მოწონების ან არმოწონების შემთხვევაში დაფიქსირებულ სიგნალებს ერთმანეთისგან ასხვავებდა.

ამ მონაცემების მეშვეობით ალგორითმმა შეძლო განესაზღვრა, როგორი გარეგნობის ქალს ან კაცს ანიჭებდა უპირატესობას ესა თუ ის ცდისპირი და მისთვის შესაბამისი ვიზუალის მქონე ადამიანი ეჩვენებინა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები