LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი ვარცხნილობა, საყურეები და შავი ხელთათმანი – 85 წლის მორგან ფრიმენის „მისტიკური ლუქი“ ოსკარზე

426
მორგან-ფრიმენი

85 წლის მორგან ფრიმენმა „ოსკარის“ დაჯილდოებაზე ნამდვილი ფურორი მოახდინა. მსახიობი ახალი იმიჯით წარდგა მაყურებლის წინაშე. ის სცენაზე მარგო რობისთან ერთად გამოვიდა და კინოკომპანია “ვორნერ ბროსის” 100 წლის იუბილეს სპეციალური სიტყვა მიუძღვნა.

ამ დღეს 85 წლის ოსკაროსანი მსახიობი გადაპარსული თმით გამოჩნდა, მას ორივე ყურზე საყურე და ხელზე შავი მისტიკური ხელთათმანი ეკეთა.

მედიაში წერენ, რომ ეს შესაძლოა მსახიობის 15 წლის წინანდელ ტრავმას უკავშირდებოდეს, როცა მისისიპიში ავარიის შედეგად ფრიმენმა ხელზე მგრძნობელობა სრულად დაკარგა.

75 წლის მაიკლ დუგლასმა მორგან ფრიმენს 83 წლის იუბილე ემოციურად მიულოცა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები