ადელის ბოლო ალბომის გამოშვებიდან 5 წელი გავიდა და აი, 32 წლის ვარსკვლავი უკვე მზადაა ახალი ალბომი გამოუშვას. დასავლური მედია იუწყება, რომ არტისტმა ალბომისთვის პირველი ტრეკი გასულ კვირას, ლონდონის სტუდიაში ჩაწერა. ახალი კომპოზოციის შესახებ ინფორმაცია ჯგუფ Pearl Jam-ის დრამერმა, მეტ ჩემბერლენმაც დაამოწმა.
„როდესაც ადელის ხმა ყურსასმენებში მოვისმინე, მოსვენება დავკარგე, ის საოცრად ემოციურია. ახლა მე ადელის ახალ ტრეკზე უნდა ვიმუშაო“, – წერს მუსიკოსი.
ალბომის გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სავარაუდოდ ის წინამორბედებისგან სრულიად განსხვავებული იქნება. ცნობისთვის, ადელი მიმდინარე წელს რადიკალურად შეიცვალა. არტისტმა 44 კილო დაიკლო.