LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავრილ ლავინმა ახალი სიმღერის კლიპი გამოაქვეყნა (ვიდეო)

Untitled-1

ავრილ ლავინმა ახალი სიმღერა გამოუშვა. Tell Me It’s Over ასე ჰქვია კანადელი ვარსკვლავის მეორე სინგლს მეექვსე სტუდიური ალბომიდან Head Above Water, რომელიც დღის სინათლეს 2019 წლის 15 თებერვალს იხილავს.

საინტერესოა, რომ სიახლის რელიზი კლიპთან ერთად შედგა, რომლის რეჟისორი ერიკა სილვერმენია. ემოციური მუსიკალური რგოლი, რომელიც სიმღერის ტექსტის მიხედვით გადაიღეს, უიმედო ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს.

შეგახსენებთ, რომ ახალ დისკს 5 წლიანი პაუზის შემდეგ, 35 წლის შემსრულებელი პირველად შემოგვთავაზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები