Berlinale-ს ცნობით, 70-ე კინოფესტივალზე საპატიო ,,ოქროს დათვი” ბრიტანელ მსახიობ ჰელენ მირენს გადაეცემა. საზეიმო ცერემონიალზე ჰელენ მირენის მონაწილეობით, ფილმს „დედოფალი“ (The Queen) აჩვენებენ.
ოქროს დათვის გადაცემის ცერემონია 2020 წლის 27 თებერვალს Berlinale Palast-ში გაიმართება.
შეგახსენებთ, ბერლინალეს 69-ე კინოფესტივალზე „ოქროს დათვი“ საუკეთესო ფილმისთვის ნადავ ლაპიდის ფილმისთვის „სინონიმებს“ გადაეცა.
როგორც ჩანს, კინოსა და თეატრის 74 წლის მსახიობი აქტუალურობას არ კარგავს, სულ ცოტა ხნის წინ, მირენი კიანუ რივზის აწ უკვე მეუღლე ალექსანდრა გრანტი ეგონათ, მათი მსგავსება მართლაც უდავოა. ამ გაუგებრობით ჰელენ მირენმა კიანუსგან შესანიშნავი ქათინაურიც დაიმსახურა, კიანუ რივზი განაცხადა, რომ ის სულაც არ იყო წინააღმდეგი, საზოგადოებას ისინი ერთმანეთში არეოდათ.
კიანუ რივზის ახალი შეყვარებული საზოგადოებას 74 წლის ჰელენ მირენი ჰგონია (ფოტო)
როგორც ირკვევა, კიანუს შეყვარებული ალექსანდრა, საზოგადოებას ფიზიკური მსგავსების გამო ჰელენ მირენში ერევა და ყველას ჰგონია, რომ კიანუ რივზი 74 წლის მსახიობს ხვდება