LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიონსეს სიურპრიზი თაყვანისმცემლებს – მომღერალი შავგრემანი გახდა (ფოტო)

6920802-0-image-a-26_1543793030408

ამ დღეებში, ,,კარტერები” იოჰანესბურგს სტუმრობდნენ, სადაც ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი Global Citizen გაიმართა. საინტერესოა, რომ ბიონსე, რომლის ფანები უკვე დიდი ხანია მიეჩვივნნენ 37 წლის ვარსკვლავის ოქროსფერ ნაწნავებს, საღამოზე განსხვავებული თმის ფერით წარდგა.

ამერიკელი შემსრულებელი მოულოდნელად შავგრემანი გახდა.

აღსანიშნავია, რომ ჯეი-ზის მეუღლის ტრანფორმაციამ, მუსიკოსის თაყვანისმცემელთა აზრი ორად გაყო: უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ბიონსე ამ იმიჯითაც შეუდარებელია, დანარჩენებს კი ქერათმიანი დედოფალი უფრო მოსწონდათ.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Beyoncé (@beyonce) on

შეგახსენებთ, რომ ბიონსე ერთადერთი არ არის, ვინც ბოლო პერიოდში იმიჯი შეიცვალა. ცოტა ხნის წინ,  რიზ უიზერსპუნი, სელმა ჰაიეკი და ენ ჰეთევეი ასევე განსხვავებული თმის ფერით მოგვევლინნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები