LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბრედ პიტის ღირსეული ჩანაცვლება“ – ანჯელინა ჯოლი მულტიმილიონერთან ერთად პაემანზე გადაიღეს

727
page

ბრედ პიტთან განშორების შემდეგ, საზოგადოებამ ანჯელინა ჯოლის პირადი ცხოვრების შესახებ ბევრი არაფერი იცის. რამდენიმე თვის წინ ტაბლოიდები ჯოლისა და 27 წლის მსახიობის, პოლ მესკალის ფოტოებით აჭრელდა. თუმცა, შემდეგ გაირკვა, რომ მათ მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა აკავშირებთ.

ახლა კი ანჯელინა ბრიტანელ მულტიმილიონერთან, დევიდ მაიერთად ერთად პაემანზე გადაიღეს. მედიის ცნობით, ჯოლი და 44 წლის მაიერი სამი საათის განმავლობაში იყვნენ ერთად. ამ დღეს ჯოლის შავი, ელეგანტური კაბა ამშვენებდა. მისი ახალი რჩეულიც ელეგანტურად გამოიყურებოდა კლასიკურ შარვალსა და პიჯაკში.

„ბრედ პიტის ღირსეული ჩანაცვლება“, „ამაზე ნაკლებ მამაკაცს არ უნდა ხვდებოდეს“, „იდეალური წყვილი“, – წერენ კომენტარებში.

47 წლის ანჯელინა ჯოლი 27 წლის პოლ მესკალს ხვდება? – წყვილის პირველი პაპარაცული ფოტო

ანჯელინა ჯოლის ყოფილი ქმრის, ბრედ პიტის ახალი შეყვარებულის გაცნობა სურს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები