LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილი სახეები შვილებთან ერთად “მაკნატუნას” კინოპრემიერას დაესწრნენ

maknatuna

„კავეა გალერეამ” „მაკნატუნა – ოთხი სამეფო”-ს პრემიერას უმასპინძლა. ახალგაზრდა კლარას ამბავი, რომელსაც დედამ მნიშვნელოვანი საჩუქარი დაუტოვა, ამიერიდან შეგიძლიათ საქართველოს კინოთეატრებში ნახოთ. ჰოლივუდის ვარსკვლავების მონაწილეობით “მაკნატუნას” ქართულ პრემიერას ცნობილი სახეები ბავშვებთან ერთად დაესწრნენ. “კავეა გალერეაში” იყვნენ ნინო ქათამაძე, დათო გომართელი, ლელა მებურიშვილი, სალომე ბაკურაძე, ანი გიუნტერი, ირინა ონაშვილი, ლალი ტოტიკაშვილი და სხვა პოპულარული სახეები.

ივენთკომპანია Geo Worlds events and tours-ის ორგანიზებული საღამოს მედიამხარფამჭერი გახლდათ რადიოჰოლდინგი “ფორტუნა”, შესაბამისად, პრემიერა ჰოლდინგის პიარსამსახურის უფროსმა, თათა სადრაძემ გახსნა და ფილმის შესახებ ისაუბრა. მაკა მახარაძის საბალეტო სტუდიის პატარებმა “მაკნატუნას” თემაზე ათწუთიანი უსაყვარლესი პერფორმანსი შემოგვთავაზეს, გაიჭრა სადღესასწაულო ტორტი, მანამდე კი მიწვეულმა სტუმრებმა სპეციალურად, რასაკვირველია, თემატურად მოწყობილ კუთხესთან ფოტოსესიაში მიიღეს მონაწილეობა…

ფილმის ჩვენება “კავეა გალერეაში” მცირე ხნის წინ დასრულდა და ნანახით კმაყოფილმა მაყურებელმა უკვე დატოვა დარბაზები. როგორც აღნიშნეს, ეს არის ფილმი, რომლის სანახავად ოჯახთან და პატარებთან ერთად უნდა წახვიდე. (ფოტოგალერეა)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები