LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Critics’ Choice Awards – ის გამარჯვებულები დასახელდნენ

179
page

ლოს-ანჯელესში Critics’ Choice Awards-ის დაჯილდოების 28-ე ცერემონია გაიმართა. „საუკეთესო ფილმად“ დენიელ შაინერტისა და დენ გვანის „ყველაფერი ყველგან ერთდროულად“ დასახელდა. ნამუშევარმა ასევე  ჯილდოები „საუკეთესო რეჟისურისთვის“, „ორიგინალური სცენარისა“ და „მონტაჟისთვის“ მიიღო.

„საუკეთესო მამაკაც მსახიობად“ ბრენდან ფრეიზერი, ფილმში „ვეშაპი“ შესრულებული როლისთვის დაასახელებს. „საუკეთესო ქალი მსახიობი“ კი კეიტ ბლანშეტი გახდა ფილმისთვის, „ტარი“.

სერიალ „ეიფორიაში“ შესრულებული როლისთვის „საუკეთესო ქალ მსახიობად“ ზენდაია დაასახელეს. ჯენიფერ ქილიკმა კი ჯილდო დრამატულ სერიალში „თეთრი ლოტოსი“ მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის დაიმსახურა.

სრული სია იხილეთ აქ

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები