LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი გამოწვევა – ბრენდან ფრეიზერი მზად არის „მუმიას“ დაუბრუნდეს

173
page

ბრენდან ფრეიზერი ბოლო წლების განმავლობაში კინოეკრანებიდან გაქრა, თუმცა ცოტა ხნის წინ ტრიუმფალურად დაუბრუნდა. მას ახალი კინოროლი შესთავაზეს, რომლისთვისაც მან წონაში კიდევ უფრო მეტად მოიმატა. ფრეიზერმაც შესანიშნავად გაართვა თავი ამ ამოცანას და ის ახლა უკვე 272 კილო გრამია. რაც შეეხება ფილმს, ,,ვეშაპი” ასე ჰქვია ახალ კინოსურათს,  რომელიც ჰანტერის პიესის ეკრანიზაციაა. პრემიერა კი წელს ,,კანის კინოფესტივალზე” შედგება.

ბრენდან ფრეიზერი ახალი როლისთვის 272 კგ გახდა – მსახიობის შოკისმომგვრელი გარდასახვა

ახლა კი ცნობილი გახდა, რომ მსახიობი მზად არის ლეგენდარულ „მუმიაში“ რიკ ოკონელის როლს დაუბრუნდეს. ამის წინაპირობად ფრეიზერი კარგ სცენარს ასახელებს. თუკი ეს მოხდება, ბრენდანი იძულებული გახდება, მაქსიმალურად დაუბრუნდეს ძველ ფორმას.

„მზად ვიქნები ამისთვის, თუკი სცენარი იქნება სწორი კონცეფციით შექმნილი“, – აცხადებს მსახიობი.

შეგახსენებთ, ფილმის პირველი ნაწილი 1999 წელს გამოვიდა. ბოლო ფილმის, „მუმია: დრაკონების იმპერატორის სამარხი“ პრემიერა კი 2014 წელს შედგა.

ფოტო: ვიზუალურად რადიკალურად შეცვლილ ბრენდან ფრეიზერს HBO-ს ფილმში გადაიღებენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები