LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკუთვნის თუ არა ბილ გეითსს 645 მილიონ დოლარად შეფასებული სუპერიახტა

301
billgatesshp

მსოფლიოს პირველი სუპერ-იახტის შემქმნელები უარყოფენ, რომ იახტის დამზადება მათ ბილ გეითსმა შეუკვეთა.

საუბარია მსოფლიოში პირველ ეკო-მეგობრულ  სუპერ-იახტაზე, რომელიც თხევადი წყალბადის საწვავზე იმუშავებს. ეკოლოგიური საწვავის მოხმარების შედეგად მიღებული პროდუქტი წყალი იქნება, შესაბამისად, გარემოს არანაირი ზიანი არ მიადგება.

იახტის დიზაინერების განცხადებით, მისმა საერთო ღირებულებამ 645 მილიონი დოლარი შეადგინა, ბილ გეითსის სახელს კი ის იმიტომ დაუკავშირეს, რომ 64 წლის მილიარდერს ზღვაოსნობა იტაცებს და რამოდენიმე იახტა ჰყავს. გარდა ამისა იგი დაინტერესებულია „მწვანე ენერგიით“. თუმცა დიზაინერების თქმით, ბილ გეითსს ამ იახტის აგება არ შეუკვეთავს.

სუპერ-იახტა 14 სტუმარზე და ეკიპაჟის 31 წევრზეა გათვლილი. მასში განთავსებულია სავარჯიშო დარბაზი, იოგას სტუდია, მასაჟის და სილამაზის სალონები და საცურაო აუზი.

იახტის პრეზენტაცია გასულ წელს, მონაკოში გამართულ Yacht Show-ზე შედგა.

 

https://www.dailymail.co.uk/news/article-7982765/Bill-Gates-buys-massive-370ft-eco-friendly-superyacht-thats-powered-liquid-hydrogen.html?fbclid=IwAR1-u9qcWlBbZUy2KrWkEnptzp5sCMZmR8rsrP_pxdiRkL_q6K4M16YOcTc

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები