სულ ცოტა ხნის წინ დადასტურდა ინფორმაცია, რომ ტომ ჰენკსს და მის მეუღლე, რიტა უილსონს კორონავირუსი დაუდგინდათ. ტელე და კინოინდუსტრიაც უფრო მკაცრ შეზღუდვებზე გადადის, რათა ვირუსის გავრცელება თავიდან მაქსიმალურად აირიდონ.

თავისუფლად შეიძლება ითქვს, რომ ელენ დეჯენერისისა და ჯიმი ფელონის შოუები ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ ტელე-შოუებად ითვლება. ახლახანს ინფორმაცია გავრცელდა, რომ აღნიშნული შოუები კორონავირუსის გამო ფორმატს შეიცვლიან და გადაცემები, დამსწრე აუდიტორიუიის გარეშე ჩაიწერება.

„კორონავირუსის სწრაფად გავრცელებისა და ჩვენი მაყურებლების უსაფრთხოების გამო, 16 მარტს დაგეგმილი გადაცემის ჩაწერა დარბაზში მაყურებლების გარეშე ჩაივლის“– აცხადებენ ტელევიზიების ადმინისტრაციები

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05