ამერიკელი მოდელი და მსახიობი, ემილი რატაკოვსკი დააპატიმრეს. 27 წლის ვარსკვლავი, რომელიც ცნობილია მისი ფემინისტური იდეებით, აქციაში მონაწილეობისთვის დააკავეს.
ფოტო, რომელსაც რატაკოვსკი ,,ინსტაგრამზე” აქვეყნებს, ვაშინგტონის ცენტრში, კაპიტოლიუმის ფონზეა გადაღებული.
აღსანიშნავია, რომ აქციაზე ემილისთან ერთად კომიკოსი, ემი შუმერიც იმყოფებოდა.
ვაშინგტონის ქუჩებში ისინი აშშ-ის მთავარი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით გამოვიდნენ, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში ბრალს 3 ქალი სდებს.