LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთხელ ჰოლივუდში“ ახალი სცენებით ბრუნდება (ვიდეო)

483
giphy (1)

ქაოსური რეჟისორის, ქაოსური ნამუშევარი – კვენტინ ტარანტინოს ფილმი „ერთხელ ჰოლივუდში“ სულ ცოტა ხნის წინ ვიხილეთ, თუმცა მის გარშემო უამრავი საინტერესო და სკანდალური მოვლენა გაერთიანდა. ვერდიქტი ასეთია: გახმაურებული ფილმი ახალი კადრებით ბრუნდება, თუმცა მოვლენებს თანმიმდევრულად მივყვეთ.

Leonardo Dicaprio Dancing GIF by Once Upon A Time In Hollywood - Find & Share on GIPHY

ჩინეთის მთავრობამ ფილმის ჩვენება გაურკვეველი ვადით გადადო. 25 ოქტომბერს დაგეგმილი პრემიერის გადადების მიზეზი მსახიობ ბრიუს ლის ქალიშვილი გახდა. მან საჩივარი შეიტანა, მისი თქმით, ცხოვრებაში ბრიუს ლი საერთოდ არ იყო ისეთი, როგორიც ის ტარანტინომ ფილმში წარმოაჩინა. მიზეზი ბრიუს ლის ცემის კადრებია, ჩინეთში ფილმს მხოლოდ იმ შემთხვევაში ნახავენ, თუ ტარანტინო მასში ცვლილებებს შეიტანს.

Shocked Quentin Tarantino GIF - Find & Share on GIPHY

თუმცა რა თქმა უნდა, ტარანტინომ თავისი ფილმის გარდაქმნაზე უარი განაცხადა, ის სცენების ამოჭრას არ აპირებს და მისთვის სულერთია, ნახავენ თუ არა ფილმს  ბრიუს ლის თანამემამულეები.

Leonardo Dicaprio Dancing GIF by Once Upon A Time In Hollywood - Find & Share on GIPHY

კვენტინი კადრებს არასდროს ჭრის, ის მათ ამატებს, სულ ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ 25 ოქტომბრიდან ფილმის ახალ ვერსიას 1000 კინოთეატრში აჩვენებენ. ფილმის ქრონომეტრაჟი, რომელიც 2 საათს და 41 წუთს შეადგენს, კიდევ 10 წუთით გაიზრდება.

თუ რა სცენები დაემატება ფილმს, ძალიან მალე ვიხილავთ.