LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანელებმა გამოყენებული პირბადეებისგან საწვავის დამზადება დაიწყეს

98
spainmaskpatrl

ესპანეთში, გალისიის რეგიონში უჩვეულო სტარტაპი გაჩნდა. გამოყენებული პირბადეების, ხელთათმანების თუ მედიკოსთა დამცავი კოსტუმებისგან საწვავის წარმოება დაიწყო. საქმე ისაა, რომ ყველა ეს ნივთი პლასტმასს შეიცავს, შესაბამისად აუცილებლად უნდა გადამუშავდეს.

ნარჩენებს, როგორც პოტენციურ საშიშროებას 850 გრადუსამდე ახურებენ. ეს მაშინ როცა როგორც წესი, პლასტმასის გადასამუშავებლად 400 გრადუსიც საკმარისია ხოლმე.

მთლიანობაში, სამი კვირის განმავლობაში გალისიაში 70 ტონა Covid-19–ის ნარჩენები მოაგროვეს.

მიღებულ საწვავს შენობების, ძირითადად კი ქარხნების გასათბობად გამოიყენებენ.

გალისიის მაგალითს უახლოეს მომავალში ესპანეთის სხვა რეგიონებიც გაიმეორებენ, მომავალში კი ნარჩენების სასარგებლოდ გადამუშავება ევროკავშირის ქვეყნებშიც დაიწყება.

ახლა როცა დედამიწა კორონავირუსის პანდემიას ებრძვის, გარემოზე ზრუნვამ მეორე პლანზე არ უნდა გადაიწიოს და კოვიდის გამო კიდევ უფრო დაბინძურებული გარემო ყურადღებას საჭიროებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები