LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევა ლონგორია მესამედ ქორწინდება

55

2-წლიანი რომანის შემდეგ ევა ლონგორიას ბოიფრენდმა ცოლობა სთხოვა. ეს ყველაფერი წყვილის დუბაიში ვიზიტის დროს მოხდა, ინფორმაცია კი თავად ლონგორიამ „ინსტაგრამის“ საშუალებით გააჟღერა, სადაც მათი ერთობლივი ფოტო გამოქვეყნდა წარწერით: „ეს მოხდა!“ მასზე ევას ნიშნობის ბეჭედიც ჩანს.

შეგახსენებთ, რომ „სასოწარკვეთილი დიასახლისების“ ვარსკვლავისა და ყველაზე მსხვილი ესპანურენოვანი მედიაჰოლდინგის მეპატრონის, ხოსე ანტონიო ბასტონის რომანი 2013 წლის ნოემბერში დაიწყო.

მსახიობისთვის ეს მესამე ქორწინება იქნება. მისი პირველი მეუღლე მსახიობი ტაილერ კრისტოფერი იყო, მეორე კი – NBA-ს ვარსკვლავი ტონი პარკერი. მომავალი მეუღლის გაცნობამდე მსახიობს რომანი ერნესტო არგუელოსთან ჰქონდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები