ლეგენდარული ამერიკული როკ-ჯგუფი, Foo Fighters იმ კოლექტივებს შორისაა, რომლებიც გამუდმებით აქტიურობენ და თაყვანისმცემლებს სიახლეებით ანებივრებენ. რამდენიმე თვის წინ, ბენდს 25 წელი შეუსრულდა, ამ თარიღის აღსანიშნავად მათ გაყიდვაში ახალი მაისურები, ჰუდები და კეპები ჩაუშვეს.
ფოტო/ვიდეო: Foo Fighters-მა ტანსაცმლის კოლექცია გამოუშვა
სულ ცოტა ხნის წინ კი ბენდმა მომავალი, რიგით მე-10 სტუდიური ალბომის თიზერი გაავრცელა. კოლექტივის ოფიციალურ ტვიტერზე 30-წამიანი ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ახალი კომპოზიციის ნაწყვეტია გაჟღერებული. სხვა დეტალები ახალ ალბომთან დაკავშირებით ჯერჯერობით უცნობია.
#LPX pic.twitter.com/71Zbr2FNFP
— Foo Fighters (@foofighters) November 4, 2020
შეგახსენებთ, 12 „გრემის“ მფლობელმა კოლექტივმა უკანასკნელი ალბომი Concrete and Gold 2017 წელს გამოუშვა.