54 წლის პამელა ანდერსონი მე-5 ქმარსაც შორდება. ინფორმაციას „დეილი მეილი“ ავრცელეს. როგორც ირკვევა, ვარსკვლავმა სასამართლოში საბუთები განქორწინების მოთხოვნით გასულ კვირას შეიტანა. მალავე პამელა მალიბუზე ქორწინების ბეჭდის გარეშე გამოჩნდა. რა გახდა 13 თვიანი ქორწინების დანგრევის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, ცნობილი სექს-სიმბოლო გასულ წელს დაქორწინდა, მისი რჩეული პირადი მცველი, დენ ჰეიჰერსთი იყო, რომელთან რომანიც ლოკდაუნის პერიოდში დაიწყო. პამელამ ახალი სიყვარულისთვის გლამურიც კი დათმო და მე-5 ქმართან ერთად კანადაში, ფერმაში გადავიდა საცხოვრებლად.