როგორც ცნობილია, მუსიკალური პრემიის, Brit Awards-ის დაჯილდოების ცერემონია უკვე შედგა და სამ მთავარ ნომინაციაში – „საუკეთესო შემსრულებელი“, „საუკეთესო სიმღერა“ და „წლის ალბომი“ ადელმა გაიმარჯვა.
33 წლის ვარსკვლავი Brit Awards-ის დაჯილდოებაზე უზარმაზარ ბრილიანტის ნიშნობის ბეჭდით გამოჩნდა. ადელს „არმანის“ შავი, ხავერდის დახვეწილი კაბა ამშვენებდა.
ფოტო: „არმანის“ ხავერდის კაბა და გიგანტური ბრილიანტის ნიშნობის ბეჭედი – ადელი მეორედ თხოვდება
ბუნებრივია, ყველას კარგად გვახსოვს, როგორ გამოიყურებოდა მომღერალი წლების წინ, მანამ სანამ წონაში დაიკლებდა. დასავლური მედია ძველი და ახალი ფოტოების შედარებებით აჭრელდა. ინტერნეტსივრცეში მის პირველ Brit Awards-ის დაჯილდოების ცერემონიას იხსენებენ, რომელიც 2014 წელს შედგა. ადელის ტრანსფორმაცია მართლაც წარმოუდგენელია.