63 წლის პოპ-დედოფალი, მადონა მუდამ საქმეებშია ჩართული, გასულ კვირას ის MTV VMA-ის პრომოში გადაიღეს, ახლა კი ის ახალ კომპოზიციაზე მუშაობს.
„ლაბუტენის“ ლაბადა და ბადე კოლჰოტო – 63 წლის მადონას MTV VMA-ის პრომოში იღებენ
ვარსკვლავმა „ინსტაგრამის“ გამომწერებს ფოტოების სერია გაუზიარა, სადაც ხმისჩამწერ სტუდიაში თავის შეყვარებულთან, 27 წლის აჰლამალიკ უილიმსთან ერთად მუშაობს. ისინი პირველ ერთობლივ კომპოზიციას წერენ.
„სტუდიაში ჩემს ბიჭთან ერთად“, – ასე დაასათაურა ფოტოები არტისტმა, სადაც გოთიკურ სტილში, შავ ფერებში გადაწყვეტილი გრძელი კაბით პოზირებს.
ცნობისთვის, მადონამ თავისი უკანასკნელი ალბომი, Madame X ჯერ კიდევ 2019 წელს გაავრცელა. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რაზე მუშაობს არტისტი.