73 წლის ლეგენდარული მსახიობი, არნოლდ შვარცენეგერი შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაშია. ვარსკვლავი პაპარაცების ობიექტივში ხშირად ხვდება. ის ხან ველოსიპედით სეირნობს, ხან მოტოციკლით დაქრის სანტა-მონიკას ქუჩებში, ხანაც ვინტაჟური ავტომობილით გადაადგილდება და თან სიგარას აბოლებს.
ამჯერად „ტერმინატორი“ თავის მეგობარ გოგოსთან ერთად გადაიღეს. ის და 46 წლის ჰიზერ მილიგანი ველოსიპედით სეირნობდნენ. წყვილი ერთმანეთს 3013 წლიდან ხვდება.
ცნობისთვის ის და მისი მეუღლე, მარია შრივერი 2017 წელს დაშორდნენ ერთმანეთს. წყვილს 31 წლის ქორწინება აკავშირებდათ. მათ 5 შვილი ჰყავთ.