დრო გადის, მოდის ტენდენციები იცვლება, თუმცა არის რაღაცები რაც უცვლელი რჩება, ეს 90-იანი წლების ტოპ-მოდელების მარადიულობაა. ნაომი კემპბელი, კეიტ მოსი, სინდი კროუფორდი, კლაუდია შიფერი, კარლა ბრუნი და ა.შ… კვლავინდებურად იპყრობენ პოდიუმს.
„ნირვანას კონცერტზე უბილეთოდ შევიპარეთ“ – ნაომი კემპბელისა და კეიტ მოსის მეგობრობა 20 ფოტოში
ნახეთ: როგორ ერთობოდნენ ნაომი კემპბელი, სინდი კროუფორდი და კლაუდია შიფერი 90-იან წლებში
ამჯერად „ბალმეინის“ უახლესი, გაზაფხული/ზაფხულის სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობა ნაომი კემპბელმა, კარლა ბრუნიმ, ადუტ აკეჩიმ, ლარა სტოუნმა და მარიაკარლა ბოსკონომ მიიღეს. მოდელებმა მრავალფეროვანი ტანისამოსი მოირგეს.
სხეულზე მომდგარი წითელი კაბით გამოჩნდა ლეგენდარული მოდელი ნაომი კემპბელი, ის საოცრად გამოიყურებოდა.