გასულ თვეს, ლეგენდარული როკ-შემსრულებელი, ოზი ოსბორნი პაპარაცების ობიექტივში მოხვდა და დიდი აჟიოტაჟიც გამოიწვია. Black Sabbath-ის ფრონტმენის ცნობა შეუძლებელი იყო, მას თმა სრულიად ჰქონდა გაჭაღარავებული და საგრძნობლად დაბერებულად გამოიყურებოდა.
ამის შემდეგ ოზიმ გადაწყვიტა, თმა შავად შეეღება. 71 წლის როკ-ვარსკვლავი ამჯერად ბევერლი-ჰილზის ქუჩებში დააფიქსირეს. მას შავი ქუდი ეხურა და შავი პალტო ეცვა, ხელში კი ტროსტი ეჭირა.
შეგახსენებთ, ოზიმ მიმდინარე წელს მე-12 სოლო ალბომი Ordinary Man გამოუშვა და არაერთი საინტერესო კოლაბორაციული ნამუშვეარი შემოგვთავაზა. ცნობისთვის, მიმდინარე წელს ოსბორნს პარკინსონის დაავადების დიაგნოზი დაუსვეს.