LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ბრუკლინ ბექჰემმა საცოლის ბებიის სახელი ამოისვირინგა

207
page

9 იანვარს ბექჰემების მილიარდერი სარძლოს,  ნიკოლა პელტცის დაბადების დღე იყო. მას 26 წელი შეუსრულდა. ბრუკლინმა მას დაბადების დღე სოციალური ქსელის მეშვეობით, საჯაროდ მიულოცა და ვიდეოც გაავრცელა. ნიკოლას ვიქტორიამაც  მიულოცა: „დაბადების დღეს გილოცავ ნიკოლა, ძალიან, ძალიან გვიყვარხარ“, – უწერს დედამთილი სარძლოს.

 

View this post on Instagram

 

A post shared by @brooklynbeckham

ახლახანს ცნობილი გახდა, რომ დაბადების დღემდე ცოტა ხნით ადრე ნიკოლას  ბებია გარდაეცვალა, რომელიც მას საოცრად უყვარდა. ბრუკლინმაც გადაწყვიტა საცოლე გაემხნევებინა და  მას სიურპრიზი მოუწყო. ბრუკლინმა ნიკოლას ბებიის სახელი ჯინა ამოისვირინგა.

მოგვიანებით გოგონამ ფოტო სოციალურ ქსელში გაავრცელა და აღნიშნა, რომ ეს მისთვის უძვირფასესი საჩუქარი იყო.

ცნობისთვის,  ქორწილი ზაფხულში, ამერიკაში გაიმართება. ის ორ ეტაპად ჩატარდება, პირველი ცერემონია ნიკოლას მშობლოურ ფლორიდაში შედგება, ხოლო მეორე კი ბექჰემების ვილაში, რომელიც კოტსოულდში მდებარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები