LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ცისფერი პიჯაკი და ჯინსის შარვალი – 54 წლის სინდი კროუფორდის იშვიათი გამოჩენა

953
page

თუკი თქვენ კონსერვატიული სტილის მოყვარული ხართ, თქვენი და 90-იანი წლების სუპერმოდელის, სინდი კროუფორდის გემოვნება დაემთხვა. ის საზოგადოების წინაშე არც თუ ისე ხშირად ჩნდება, თუმცა, მისი ყოველი გამოჩენა ფურორს ახდენს.

ამჯერად ვარსკვლავი პაპარაცებმა ბევერლი-ჰილსზე დააფიქსირეს. 54 წლის მოდელს ცისფერი პიჯაკი და ჯინსის შარვალი ეცვა, აღნიშნულ კონსერვატიულ „ლუქს“ კროუფორდმა ღია ფეხსაცმელი და ცისფერი პირბადე შეუხამა.

ცნობისთვის, ტოპ-მოდელი და მისი ქალიშვილი, ქართველი დიზაინერების ტანისამოსს ხშირად ირგებენ, გასულ წელს, კროუფორდს წარმოშობით ქართველი დიზაინერის – დავით კომახიძის იგივე დევიდ კომას წითელი ასიმეტრიული კაბა ეცვა, რომელიც 1,495 დოლარი ღირს. აღნიშნული კაბით ვარსკვლავი  Harper’s Bazaar-ის სახე გახდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები