27 წლის მომღერალი, ჯასტინ ბიბერი და მისი 24 წლის მეუღლე, ჰეილი ბოლდუინი არდადეგებს საბერძნეთში ატარებენ. ინტერნეტსივრცეში კი მათი დაუვიწყარი დასვენების ამსახველი კადრები ვრცელდება.
ფოტო: ჯასტინ ბიბერისა და ჰეილი ბოდუინის ბერძნული არდადეგები
ისინი ხან იახტაზე ატარებენ დროს, ხანაც ქალაქების დათვალიერებისას ჩახუტებულები პოზირებენ
ამჯერად ვარსკვლავური წყვილი კუნძულზე იმყოფება, ისინი ხან ქუჩებში დასეირნობენ ხელიხელჩაკიდებულები, ხანაც წყლის სპორტით არიან დაკავებულები. მათ ერთი კვირით იახტა იქირავეს, რომელშიც 278000 ევროს იხდიან. წყვილი სასტუმრო Calilo-შია გაჩერებული, სადაც ერთი ღამის გატარება 1400 დოლარი ღირს.