ვარსკვლავური წყვილი, ჯასტინ ბიბერი და ჰეილი ბოლდუინი მოგზაურობას დიდ დროს უთმობენ. გასული წლის ზაფხული ახლადდაქორწინებული წყვილისთვის საკმაოდ დატვირთული და მრავალფეროვანი გამოდგა. ისინი დიდ მოგზაურობაში გაემართნენ. წყვილი მთიან იუტას შტატს ესტუმრა და დრო ველურ პირობებში გაატარა, მოგზაურობა მათ 1 მილიონი დოლარი დაუჯდათ.
როგორც ჩანს, მათ თავგადასავლები მოენატრათ, ისინი ამჯერად ჰავაიზე იმყოფებიან და ზამთრის ცივ დღეებს ცხელ სანაპიროებზე ატარებენ. წყვილმა სოციალურ ქსელეში უამრავი ფოტო გაავრცელა, სადაც აღბეჭდილია თუ როგორ ატარებს დროს ერთ-ერთი ყველზე პოპულარული ვარსკვლავური წყვილი.