LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ჯენიფერ ლოურენსი ორსულადაა – მსახიობი და მისი მეუღლე პირველ შვილს ელოდებიან

266
page

სულ ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ 31 წლის მსახიობი, ჯენიფერ ლოურენსი ორსულადაა. ის და კუკ მორონი პირველ შვილს ელოდებიან. ჯენიფერი ნიუ-იორკის ქუჩებში, მეგობართან სეირნობის დროს გადაიღეს.

მას ყვავილებიანი კომბინეზონი ამშვენებდა და წამოზრდილი მუცელი ეტყობოდა, სავარაუდოდ ის უკვე ორსულობის მე-5 თვეში იმყოფება. ვარსკვლავი ქუჩაში საკმაოდ ენერგიულად მიაბიჯებდა, მოგვიანებით მან ღია ცის ქვეშ მდებარე კაფეში ივახშმა.

რაც შეეხება ჯენიფერისა და კუკ მარონის  ურთიერთობას, წყვილმა ერთმანეთი 2018 წლის ზაფხულში გაიცნო, ისინი ურთიერთობას დიდი ხნის განმავლობაში მალავდნენ, მათ 2019 წელს იქორწინეს.

ცნობილია ბეჭდის ფასი, რომლითაც კუკ მარონიმ ჯენიფერ ლოურენსი დანიშნა (ფოტო)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები