LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ჯუდ ლოუ და ფილიპა კოენი ბავშვთან ერთად პირველად გამოჩნდნენ

229
safe-image

აგვისტოში, 47 წლის მსახიობი, ჯუდ ლოუ მე-6 შვილის მამა გახდა. მასსა და მის 33 წლის მეუღლეს, ფილიპა კოენს პირველი საერთო შვილი შეეძინათ. ამ ფაქტის შესახებ მსახიობი ბევრს არ საუბრობს, წყვილს ჯერ ბავშვის არც სქესი და არც სახელი გაუსაჯაროებია.  ისინი პაპარაცების ობიქტივშიც საკმაოდ იშვიათად ხვდებიან. გამონაკლისი 2 თვის წინ მოხდა, როდესაც 6 შვილის მამა ახალშობილთან ერთად სეირნობისას გადაიღეს, თუმცა, ბავშვის სქესის გარკვევა ვერ მოხერხდა.

47 წლის ჯუდ ლოუ მე-6 შვილთან ერთად პირველად გამოჩნდა

ის ლონდონის ქუჩებში მომღიმარი სახით სეირნობდა და შვილს გამუდმებით ეთამაშებოდა

რამდენიმე დღის წინ ჯუდ ლოუ და ფილიპა კოენი ბავშვთან ერთად პირველად გამოჩნდნენ. ისინი ლონდონის ქუჩებში სეირნობდნენ, ბავშვი ჯუდს ეჭირა ხელში და ძალიან ბედნიერად გამოიყურებოდა.  ფოტოებმა სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, მსახიობის თაყვანისმცემლების ვარაუდით წყვილს გოგონა ჰყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები