ლიამ ჰემსვორტი და მაილი საირუსი ერთმანეთს 2020 წლის დასაწყისში დაშორდნენ. მაილიმ შემცვლელი მალევე იპოვა, საუბარია ავსტრალიელ მომღერალზე, კოდი სიმპსონზე, თუმცა მათი კავშირი ხანმოკლე აღმოჩნდა. რაც შეეხება მიტოვებულ ლიამს, მან 2019 წელს მოდელთან, გაბრიელა ბრუკსთან დაიწყო შეხვედრა და ისინი დღემდე ერთად არიან.
წყვილს ხშირად ხედავენ სანაპიროზე. ამჯერად 31 წლის ლიამი და 23 წლის გაბრიელა ბრაიონ-ბეის სანაპიროზე გადაიღეს. ისინი ერთად საოცრად ბედნიერად გამოიყურებოდნენ, როგორც ჩანს, საქმე სერიოზულადაა.