როგორც ცნობილია, ბრაზილიელი მოდელი, „ვიქტორიას სიკრეტის“ ანგელოზი, ადრიანა ლიმა ორსულადაა. ამის შესახებ ვარსკვლავმა ინფორმაცია გასულ თვეს, „ინსტაგრამის“ საშუალებით გაავრცელა. ლამაზმანი და მისი მეგობარი მამაკაცი, პროდიუსერი ანდრე ლემარი პირველ საერთო შვილს ელოდებიან.
ამჯერად წყვილი „პარიზის მოდის კვირეულის“ ფარგლებში გამოჩნდა. მოდელს შავი, ელეგანტური კაბა ამშვენებდა. აღსანიშნავია, რომ ლიმა ორსულობამ საოცრად შეცვალა. ის წონაში საგრძნობლადაა მომატებული, მისი სახეც საკმაოდაა შეცვლილი.
შეგახსენებთ, ადრიანას ყოფილ მეუღლესთან, მარკო იარიჩთან 12 და 9 წლის გოგონები ჰყავს, წყვილი 2016 წელს განქორწინდა.