The Rolling Stones-ის ლეგენდარული ფრონტმენი, 78 წლის მიკ ჯაგერი 8 შვილის მამაა. მისი ერთ-ერთი ქალიშვილი, 29 წლის ჯორჯია სამოდელო ინდუსტრიაშია ჩართული, ის საკმაოდ წარმატებული მოდელი და დიზაინერია.
მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, ის მამასთან დიდი დროის გატარებას მუდამ ახერხებს და ტურნეებშიც უმშვენებს გვერდს.
როგორც ცნობილა, ახლა მიკი ამერიკის გარშემო მოგზაურობს და კონცერტებს მართავს. ახლახან, The Rolling Stones-ის ოფიციალურ გვერდზე მიკისა და მიის ქალიშვილის ფოტო გავრცელდა, მამა-შვილი ქუჩაშია გადაღებული.
29 წლის ჯორჯიას ფოტომ ინტერნეტსივრცე დაიპყრო, გოგონა საოცრად ლამაზია და შეუადრებლად გამოიყურება.
„მამას ხომ არ ჰგავს?“, „სასწაულად ლამაზია“, „საოცარი მამა-შვილი“, – წერენ აღფრთოვანებული გულშემატკივრები.