53 წლის მსახიობმა, ჰოლი ბერიმ „ინსტაგრამ“ გამომწერები საგონებელში ჩააგდო. რამდენიმე დღის წინ ვარსკვლავმა სოციალურ ქსელში ფოტო განათავსა, ფოტოზე აღბეჭდილია საწოლში მყოფი მამაკაცის ფეხები. ფოტო კი ასე დაასათაურა: „კვირა დღის სიამოვნება“. მსახიობის გამომწერებმაც ჩათვალეს, რომ ბერის ახალი მამაკაცი ჰყავს.
შეგახსენებთ, ჰოლი ბერი გათხოვილი სამჯერ იყო, მისი მეუღლეების რიცხვში ბეისბოლისტი დევიდ ჯასტისი, მუსიკოსი ერიკ ბენე და მსახიობი ოლივიე მარტინესი არიან. გაბრიელ ორბისთან კი მსახიობს 12 წლის ქალიშვილი ჰყავს.