გასულ წლის ზაფხულში 54 წლის ჰოლი ბერიმ ახალი გულისწორი გამოაჩინა. ის ამერიკელ მომღერალს, ვან ჰანტს ხვდება.
„ჩემს შეყვარებულს ჰკითხეთ“- ჰოლი ბერი ფრიგიდულობის შესახებ ბრალდებას პასუხობს
როგორც ჩანს, წყვილი ერთად თავს შესანიშნავად გრძნობს, ჰოლი ბერი საოცრად შეყვარებულია და გრძნობების გამომჟღავნებას არც სოციალურ ქსელში ერიდება.
ახლახანს მსახიობმა შავ-თეთრი ფოტო გაავრცელა, სადაც შეყვარებულს ეხუტება.
„მე შენი თაყვანისმცემელი ვიქნები, იმიტომ რომ შენ ჩემი სუპერ ვარსკვლავი ხარ“, – ასე დაასათაურა ფოტო ჰოლიმ.
ფოტო/ვიდეო: „წითელ ხალიჩას ვეძებ“ – 54 წლის ჰოლი ბერის სენსაციური გამოჩენა „კრისტიან სირიანოს“ თვალწარმტაცი კაბით
ცნობისთვის, ვან ჰანტი მომღერალია, მან სადებიუტო ალბომი 2004 წელს გამოუშვა, 2007 წელს კი „გრემის“ მფლობელიც გახდა.