ჯეისონ მომოას თვითგვემა დასრულებულია, 42 წლის ვარსკვლავი 32 წლის მსახიობს, ეიზა გონსალესს ხვდება. ამის შესახებ რამდენიმე ინსაიდერმა გამოცემა People-ს შეატყობინა.
„ორივე მსახიობი თავიანთი საქმით არიან დაკავებულნი, ჯეისონი ეიზაზე ზრუნავს, ისინი ერთად კარგად გრძნობენ თავს, თუმცა ჯერჯერობით სერიოზული არაფერია“, – გვეუბნება წყარო.
შეგახსენებთ, წლის დასაწყისში, ჯეისონ მომოა და ლიზა ბონე 17 წლიანი ურთიერთობის შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ. განადგურებული და „მიტოვებული“ მომოა განქორწინების შემდეგ ლოს-ანჯელესში, მეგობრის სახლის ეზოში, ფურგონში ცხოვრობდა და განშორებას ძალიან მტკივნეულად განიცდიდა.
ფოტო: დახეული მაისური და სასოწარკვეთილი სახე – ჯეისონ მომოა განქორწინების შემდეგ ფურგონში ცხოვრობს
ვიდეო: ჯეისონ მომოამ კეიტ ბეკინსეილთან ფლირტის შემდეგ მეუღლესთან შერიგების ფაქტი უარყო
ვიდეო: ნახეთ როგორ ცხოვრობს მეუღლისგან მიტოვებული ჯეისონ მომოა ფურგონში