პოპის დედოფალი, მადონა 63 წლის გახდა. იუბილეს აღსანიშნავად არტისტი ნიუ-იორკში ჩაფრინდა. დაბადების დღე ვარსკვლავმა შვილების, შეყვარებულის და რამდენიმე ახლო მეგობრის გარემოცვაში გაატარა. მასთან ერთად ექვსივე შვილი იმყოფებოდა. მოგვიანებით „ინსტაგრამზე“ მან არაერთი ფოტო და ვიდეო გაავრცელა და საჩუქრებიც დემონსტრაციულად გახსნა.
ღირსშესანიშნავი თარიღის აღსანიშნავად მადონამ „ვერსაჩეს“ ჭრელი კაბა მოირგო, რომელსაც მრავალფეროვანი სამკაული შეუხამა.
ფოტო: „ინსტაგრამ ფილტრი“ თუ რეალობა ? – 62 წლის მადონა ისეთი მშვენიერია, როგორც არასდროს