48 წლის მოდელი, ჰაიდი კლუმი და 31 წლის არტისტი, ტომ კაულიცი ქორწინების 2 წლის იუბილეს აღნიშნავენ. ისინი კაპრიზე, დაუვიწყარ მოგზაურობაში გაემგზავრნენ. მათ თან ტომის ტყუპისცალი, ბილი და ტოპ-მოდელის 4 შვილი ახლავთ.
მოგზაურობის ამსახველი შთამბეჭდავი ფოტო/ვიდეო მასალა კლუმმა „ინსტაგრამზე“ გაავრცელა. ოჯახი იახტაზე ნებივრობს, ჰაიდი კი ბიკინიში შეუდარებლად გამოიყურება.
ჰაიდი კლუმი და ტომ კაულიცი არდადეგებს ,,სამოთხეში” ატარებენ