LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფსიქიატრიულიდან გამოწერის შემდეგ ბრიტნი სპირსი პირველ მიმართვას ავრცელებს (ვიდეო)

703
sprsbrtn

რამდენიმე საათის წინ 37 წლის ბრიტნი სპირსმა ფანებისთვის ახალი  მიმართვა გაავრცელა. ესაა პირველი შემთხვევა ფსიქიატრიული კლინიკიდან გამოწერის შემდეგ, როდესაც 37 წლის მომღერალმა გულშემატკივრებს მიმართა:

„მინდოდა უბრალოდ მოგსალმებოდით. ჩემზე გიჟური ჭორები მესმის და ჩემს ოჯახს ემუქრებიან. ვცდილობ, დრო დავუთმო საკუთარ თავს, მაგრამ ყველაფერი უარესობისკენ მიდის. არაფერს დაუჯეროთ, რასაც კითხულობთ და ისმენთ“, – განაცხადა მიმართვაში ბრიტნი სპირსმა და ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ ფსიქიატრიული კლინიკა სპირსმა დროებით, აღდგომის დღესასწაულისთვის დატოვა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები