40 წლის მსახიობმა, რებელ უილსონმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში 30 კილო დაიკლო, ახლა მისი ცნობა შეუძლებელია. ცნობისთვის, ის რამდენმე თვის წინ მილიონერ მეუღლეს, ჯეიკობ ბუშეს დაშორდა.
– 30 კილო – რებელ უილსონი ტოპსა და მინი კაბაში პოზირებს
როგორც ჩანს მსახიობი აქტიურ ვარჯიშსა და დიეტას აგრძელებს, ის უფრო მეტად გამხდარია. ახლახანს უილსონმა „ინსტაგრამის“ საშუალებით ფოტოები გაავრცელა, სადაც ნავარჯიშებ სხეულს უწევს დემონსტრირებას. მას შავი ბოდე აცვია და შეუდარებლად გამოიყურება.