როგორც ცნობილია, 31 წლის ფეხბურთელო, ნეიმარი და მისი მეგობარი გოგო, ინტერნეტვარსკვლავი, ბრუნა ბანკარგდი პირველ საერთო შვილს ელოდებიან. წყვილმა გადაწყვიტა, მომავალი შვილის სქესი საზეიმო ვითარებაში შეეტყო და გრანდიოზული წვეულება მოაწყო. ემოციური ვიდეო ორსულმა ბრუნამ „ინსტაგრამზე“ გაავრცელა. წყვილს ქალიშვილი ეყოლება.
„ჩვენ ამ მომენტს დიდი ხანი ველოდოთ, ერთი სული გვაქვს, პირადად როდის გაგიცნობთ. შენ ჩვენი უდიდესი საჩუქარი ხარ“, – წერს ბანკარდი.
შეგახსენებთ, ნეიმარს ყოფილი შეყვარებულისგან 12 წლის ვაჟი ჰყავს.