46 წლის ლეონარდო დიკაპრიო და 23 წლის კამილა მორონე პაპარაცების ერთ-ერთი საყვარელი ვარსკვლავური წყვილია. ისინი გასულ წელს ხშირად ხვდებოდნენ ფოტოობიექტივში, ბოლო პერიოდის განმავლობაში კი წყვილის ერთად გამოჭერა იშვიათობად იქცა.
ლეონარდო დიკაპრიომ და კამილა მორინემ სამი წლის ერთად ყოფნის იუბილე მალიბუზე აღნიშნეს
რამდენიმე დღის წინ, სამხრეთ კალიფორნიაში მზიანი ამინდი გათენდა. წყვილმაც გადაწყვიტა კარგი ამინდით ესარგებლა და მალიბუს სანაპიროზე დაესვენა.
აღსანიშნავია, რომ დიკაპრიოს თმა საგრძნობლად აქვს გაზრდილი და წონაშია დაკლებული. მას თეთრი მასიური და ლურჯი შორტი ეცვა. კამილაც ღია ფერებში იყო გამოწყობილი.
შეგახსენებთ, ბოსტონში „ნეტფლიქსის“ კომედიური ჟანრის ფილმის, „მაღლა არ აიხედო“ გადაღებები მიმდინარეობს. ფილმში მთავარ როლს სწორედ ლეონარდო დიკაპრიო ასრულებს.
ფოტო: „ნეტფლიქსის“კომედიაში ლეონარდო დიკაპრიო ვარდების თაიგულით გამოჩნდა – უახლესი კადრები გადასაღები მოედნიდან





