LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,გულს მირევ” – ბიბი რექსას მამა შვილის ახალი კლიპით უკმაყოფილოა (ფოტო)

249
10320792-0-image-a-24_1551205251362

ბიბი რექსამ სოციალურ ქსელში მამის მიწერილი მესიჯი გაასაჯაროვა, რომელიც შეურაცხმყოფელი შინაარსის შემცველ სიტყვებს შეიცავს.

,,სჯობს, შეწყვიტო სულელური პორნოგრაფიის გავრცელება. გულს მირევ. ამის ატანა აღარ შემიძლია. შენ გამო სირცხვილით გარეთ ვერ გავდივარ”, – ვკითხულობთ გზავნილში, რომლის ადრესატმა ,,სქრინშოტს” ,,მამაჩემს ვძულვარ” დააწერა.

 

გაირკვა, რომ 29 წლის შემსრულებლის მამის გაღიზიანება, მომღერლის ახალ სიმღერაზე Last Hurrah გადაღებულ კლიპს მოჰყვა, რომელშიც ამერიკელი ვარსკვლავი იმ ცუდ ჩვევებს გვიჩვენებს, რომელთაგან მას გათავისუფლების სურვილი აქვს.

უნდა აღინიშნოს, რომ ვიდეო მართლაც საკმაოდ პროვოკაციულია.

აღარაფერს ვამბობთ, სინგლის საიმიჯო კამპანიაზე, რომელშიც ,,გრემიზე” ნომინირებული არტისტი პიკანტური იმიჯით გამოჩნდა.

მიუხედავად იმისა, რომ გოგონამ საკუთარი საქციელი ინანა, პოსტი, რომელსაც მისი თაყვანისმცემლების მხრიდან  უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა, უკვე სოციალური ქსელის განხილვის თემად იქცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები