LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეისონ სტეტჰემი როუზი ჰანინგტონ-უაიტლიზე ქორწინებას არ აპირებს

2569

ინგლისელი ვარსკვლავები, ჯეისონ სტეტჰემი  და როუზი ჰანინგტონ-უაიტლი უკვე 8 წელია ერთად არიან. 2016 წელს მსახიობმა მოდელს ხელი სთხოვა, 2017 წლის ივნისსში კი მათ პირველი შვილი შეეძინათ. საინტერესოა, რომ ვარსკვლავური წყვილის ურთიერთობაში სრული ჰარმონიაა, თუმცა ისინი ოჯახის შექმნას არ ჩქარობენ.

ამ დღეებში, როუზიმ, რომელიც შოუს Extra სტუმრობდა, გადაწყვიტა მომავალ ქორწილზე კომენტარი გაეკეთებინა.

31 წლის მოდელის თქმით, ის და ჯეისონი ამ ეტაპზე კარიერასა და ვაჟის აღზრდაზე არიან ორიენტირებული და ქორწინება მათთვის ბევრს არაფერს ნიშნავს.

აღსანიშნავია, რომ წყვილი არ აპირებს უარი თქვას ქორწილზე.

,,ვფიქრობ, რომ ერთ დღეს ეს მოხდება. ჩვენ ვისაუბრეთ და გადავწყვიტეთ, რომ ქორწილი ჯერჯერობით ჩვენს გეგმებში არ შედის. ჩვენ ხომ ერთად ისედაც კარგად ვართ”, – განმარტა სტეტჰემის  რჩეულმა.

ჰანინგტონ-უაიტლი არ გამორიცხავს, რომ ქორწილი მაშინ გაიმართება, როცა ჯეკ ოსკარი გაიზრდება.

,,სახალისო იქნებოდა ქორწილის უკვე მოზარდ ჯეკთან ერთად დაგეგმვა”, – აღნიშნა მოდელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები