LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ლოპესისა და ალექს როდრიგესის ნიშნობის კადრები გავრცელდა (ფოტო)

173
10890590-0-image-a-14_1552408725336

გასულ შაბათს, ალექს როდრიგესმა ჯენიფერ ლოპესს ხელი სთხოვა. 2019 წლის 9 მარტი – ეს სწორედ ის თარიღია, რომელიც ა-როდისა და ჯეი ლოს ცხოვრების ერთ-ერთ ტკბილ მოგონებად იქცევა.

მიუხედავად იმისა, რომ გუშინ, 43 წლის ექს-ბეისბოლისტი მომავალი მეუღლის ღალატში დაადანაშაულეს, როგორც ჩანს ბრალდებას დიდად არ უმოქმედია 49 წლის შემსრულებელზე, რომელმაც ქსელში ნიშნობის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა.

კადრებში ლაჟვარდოვანი სანაპიროდან, მუხლმოდრეკილი როდრიგესი და მოულოდნელობისგან გაოგნებული ლოპესი ჩანან, რომლებიც ახლაც რომანტიკულ შვებულებაში იმყოფებიან.

შეგახსენებთ, რომ ჯენიფერ ლოპესისა და ალექს როდრიგესის ურთიერთობა სტარტს 2017 წლის თებრვლიდან იღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები