LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯორჯ კლუნი კოსმოს ტბაზე მდებარე ვილას 100 მილიონ დოლარად ყიდის – ნახეთ ჯორჯ და ამალია კლუნების მდიდრული სახლის ინტერიერი

307
page

ჯორჯ კლუნი კომოს ტბაზე მდებარე ვილას 100 მილიონ დოლარად ყიდის. სახლი მსახიობის მფლობელობაში 21 წლის განმავლობაში იყო. მსახიობის აგენტის თქმით, ჯორჯისთვის ეს სახარბიელო გარიგება იქნება, რადგან მან 2001 წელს ვილა, სულ რაღაც 10 მილიონ დოლარად იყიდა.

ცნობისთვის, ვილა ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში აშენდა. მისი ინტერიერი შუასაუკუნეებისა და მოდერნის სტილის შერწყმას წარმოადგენს.

„სწორედ კომოს ტბაზე გაიცნეს ერთმანეთი ჯორჯმა და ამალიამ. ისინი შვილებთან ერთად ვილას ძალიან ხშირად სტუმრობდნენ, თუმცა ამალიას დიდად არ უყვარს ეს სახლი, მას საფრანგეთი ურჩევნია ცხოვრება“, – აცხადებს ინსაიდერი.

გლამურული წყვილი – ჯორჯ და ამლია კლუნები „ვენეციის კინოფესტივალზე“

„ესენი ის ბიჭები არიან, ზაფხულში ახალ წელს რომ მოიყვანენ“ – ბრედ პიტი და ჯორჯ კლუნი „მგლების“ გადაღებებზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები