და აი, დადგა დრო, ოსკაროსანმა მსახიობმა, ლეონარდო დიკაპრიომ ახალ ამპლუაში მოსინჯოს ძალები. სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მსახიობი ოლდს ჰაკსლის რომანის, „კუნძულის“ მიხედვით სერიალს გადაიღებს.
რომანის სიუჟეტი ინდოეთის ოკეანის ერთ-ერთ კუნძულზე ვითარდება და ის იზოლაციაში მყოფი საზოგადოების შესახებ მოგვითხრობს. უკვე ისიც ცნობილია, რომ ლეონარდო დიკაპრიო სტუდიასთან AppianWay და In Good Company Films ითანამშრომლებს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
აღსანიშნავია, რომ რომანი, „კუნძული“ 1962 წელს გამოქვეყნდა.