LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლორენ იარეგუეიმ კლიპი სტრიპტიზ კლუბში გადაიღო (18+)

02-Lauren-Jauregui-More-Than-That-press-2018-cr-Lauren-Dunn-billboard-1548

ლორენ იარეგუეის ოფიციალურ Youtube არხზე სიმღერაზე More Than That გადაღებული კლიპის პრემიერა შედგა. სამწუთიანი ვიდეო ლორენ დანის რეჟისორობით, ბერძნულ მითოლოგიაში სილამაზისა და სიყვარულის ქალღმერთის ინსპირაციით შეიქმნა. საინტერესოა, რომ ახალი ნამუშევრის გარეკანისთვის Fifth Harmony-ის ექს-წევრმა სწორედ აფროდიტე განასახიერა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მუსიკალურ რგოლში 22 წლის ვარსკვლავი მეგობრებთან ერთად სტრიპტიზ კლუბში ერთობა.

შეგახსენებთ, რომ სიახლე მეორე სოლო სინგლია ახალგაზრდა შემსრულებლის დებიუტის Expectations შემდეგ, რომელიც გასული წლის ოქტომბერში გამოვიდა. ცნობილია, რომ ორივე სიმღერა მომღერლის სადებიუტო სტუდიურ ალბომში შედის, რომლის რელიზის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები