LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,მეფე ლომის” ეკრანიზაციის პირველი ოფიციალური კადრები (ფოტო)

886
THE LION KING - Featuring the voices of James Earl Jones as Mufasa, and JD McCrary as Young Simba, Disney’s “The Lion King” is directed by Jon Favreau. In theaters July 29, 2019.

© 2019 Disney Enterprises, Inc. All Rights Reserved.

ქსელში ,,მეფე ლომის” ეკრანიზაციის პირველი ოფიციალური კადრები გავრცელდა. ექსკლუზიური ფოტოები Entertainment Weekly-ის ახალ გამოცემაში დაიბეჭდა.

ჟურნალის გარეკანი მუფასას და სიმბას დაეთმოთ, რომლებსაც კინოსურათში ჯეიმს ერლ ჯონსი და დონალდ გლოვერი ახმოვანებენ.

ქსელში გავრცელებულ სურათებში ასევე ფილმის ისეთი პერსონაჟების ხილვაა შესაძლებელი, როგორებიც: რაფიკი, ტიმონი, პუმბა, ზაზუ და სქარი არიან.

შეგახსენებთ, რომ ,,მეფე ლომი” დიდ ეკრანებს 19 ივლისიდან დაიკავებს. 1994 წლის ანიმაციის რიმეიქის რელიზი ისეთ მნიშვნელოვან თარიღს უკავშირდება, როგორიც ,,დისნეის” საკულტო მულტიპლიკაციის 25 წლის იუბილეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები