IFA 2017-ის გამოფენაზე, რომელიც ბერლინში ჩატარდა, ველოდიპედის „ჭკვიანი“ შლემი წარმოადგინეს.
სიახლეს, დაცვის გარდა სხვა ბევრი საჭირო ფუნქცია აქვს: მისი უკანა ნაწილი სანათებით არის აჭურვილი. როდესაც მისი მეპატრონე სადმე შეხვევას ან დამუხრუჭებას აპირებს, სანათები ციმციმს იწყებს. სისტემა გზაზე მოძრაობის წესებს უფრო უსაფრთხოს გახდის.
ველოშლემი მგზავრობის დროს მუსიკის მოსმენის საშუალებასაც მოგცემთ. Bluetooth-ით ის თქვენს სმარტფონს უერთდება, ხოლო თავად სიახლე სტერეოდინამიკებით არის აღჭურვილი.
შლემი ოთხ ფერში გამოვა და 150 დოლარი ეღირება, ნოემბრის ბოლოდან მისი შეძენა Amazon-ზე იქნება შესაძლბელი.