LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ნამდვილი დეტექტივის” ლომები – მეთიუ მაკკონაჰი და ვუდი ჰარელსონი 20 წლის შემდეგ კვლავ ერთად (ფოტო)

293
21700114-7745853-Back-together-On-Sunday-Matthew-McConaughey-50-and-Woody-Harrels-m-18-1575275360301

მეთიუ მაკკონაჰი და ვუდი ჰარელსონს დიდი ხნის პარტნიორობა და მეგობრობა აკავშირებთ – უამრავი საერთო ფილმი და HBO-ს ტელეშოუ  ,,ნამდვილი დეტეტქტივი” True Detective.

ბიჭებმა პირველად ერთად 1999 წელს, ფილმში Edtv (ედი ტელევიზიიდან) ითამაშეს. მათი მეგობრობაც სწორედ მაშინ დაიწყო. როგორც ჩანს, 50 წლის მეთიუსა და 58 წლის ვუდის მეგობრობა 20 წლის შემდეგაც გრძელდება.

მსახიობები ტვიტერზე ფოტოს გვიზიარებენ, სადაც ისინი ზღვაში ნებივრობენ და საკმაოდ ბედნიერი სახეები აქვთ. ფოტოს სათაურად „ძმები სხვადასხვა დედებსგან“ აქვს, – აღსანიშნავია, რომ მსახიობები სწორედ ძმების როლს თამაშობდნენ ფილმში „ედი ტელევიზიიდან.“

მათ სახელზე კიდევ უამრავი ფილმია. ბიჭები თავიანთი პარტნიორულ-მეგობრული ურთიერთობით კვლავაც ხიბლავენ თავიანთ თაყვანისმცემლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები